ჩინური კონგლომერატი HNA Group-ი Radisson Hotel Group-ის გასხვისებას გეგმავს. იგივე ჩინურმა ჰოლდინგმა ცოტახნის უკან საკუთარი წილი, 1.1 მლრდ დოლარად, დათმო Hilton Grand Vacations Inc-ში.
შეგახსენებთ, რომ HNA Group-ი Radisson Hotel Group-ის მფლობელი 2016 წელს გახდა. Radisson Hotel Group-ის პორტფელიოში ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით, 1400 სასტუმროა.