იმისათვის, რომ ფრენის დროს ცუდად არ გავხდეთ, კომპანია Boeing-ის ექსპერტები მგზავრებს თვითმფრინავის ილუმინატორთან დაჯდომას ურჩევენ. მათი რეკომენდაციაა ასევე, რომ მგზავრი ფრენის დასრულებამდე საკუთარი ადგილიდან არ ადგეს. აღნიშნულის შესახებ მასალას The Sun-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბორტზე ბევრი მგზავრის პირობებში ნებისმიერი მგზავრი ფრენისას შესაძლოა მარტივად დაინფიცირდეს.

ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის გადადების ალბათობა იმ პირობებში, როდესაც გვერდით დაინფიცირებული მგზავრი ზის, 80%-ს უახლოვდება.

თუმცა თუ მგზავრი მაქსიმალურად დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს და სპეციალისტების რჩევას გაითვალისწინებს, დაინფიცირების ალბათობის მაჩვენებელიც მცირდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ კონკრეტულ რიგში მჯდომი მგზავრი აინფიცირებს მის წინ და უკან სავარძელზე, იმავე რიგში მჯდარ მგზავრს. თუმცა თუ ვირუსის მატარებელი ზის გასასვლელში, მაშინ ის აინფიცირებს საპირისპირო რიგში მჯდომ მგზავრებსაც. 

ყველაზე მეტ საფრთხეებს ქმნიან ის დაინფიცირებული მგზავრები, რომლებიც თვითმფრინავის სალონში სხვადასხვა მიზნით გადაადგილდებიან. 

იმისათვის, რომ მგზავრმა თავი შედარებით დაცულად იგრძნოს საჭიროა ადგილი (თუ კი ეს შესაძლებელია) ილუმინატორთან აირჩიოს. ამ ადგილს მინიმუმადზე დაჰყავს სხვა რიგში მჯდომი დაინფიცირებულ მგზავრთან კონტაქტი. ზოგადად ილუმინატორთან მჯდომი ადამიანია ფრენისას იშვიათად დგება. ადგომის ალბათობა ამ მგზავრსა და სხვა ადგილზე მჯდომ მგზავრს შორის 43% VS 80%-ზეა. როდესაც მგზავრი არ გადაადგილდება მას ნაკლები კონტაქტიც შესაძლოა ქონდეს დაინფიცირებულ მგზავრთან. 

კიდევ ერთი თავდაცვა ვირუსის წინააღმდეგ, ეს გაგრილების სისტემის ჩართვაა. თვითმფრინავში, სავარძელში ჩაჯდომისთანავე ჩართეთ გაგრილების სისტემა და ფრენის დასრულებამდე არ გამორთოთ. ის შეაჩერებს მავნებელ მიკრობებს და არ მისცემს შესაძლებლობას თქვენ სხეულზე ან ტანსაცმელზე მოკალათდეს.

თავად დაავადებულებმაც მაქსიმალურად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გარშემო მყოფნი არ დაავადოს. დაინფიცირებულმა პაციენტმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები. მართალია ეს რჩევა წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ ნახსენებ რჩევასთან, რომ თავი უნდა შევიკავოთ თვითმფრინავის ბორტზე სიარულისგან, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში საკმაოდ ბევრი საშუალებაა იმისათვის, რომ სავარძლის დატოვების გარეშე დაიცვათ პირადი ჰიგიენა.

IATA-ს ექსპერტების რჩევები: თუ რა რისკები არსებობს ფრენისას და ასევე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი.