ფრენების რაოდენობის მიხედვით რა წილი უკავიათ სიდიდით პირველ და მეორე აეროპორტებს ევროპულ ქვეყნებში? ამაზე EUROCONTROL-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 77%-იანი წილი ჰქონდა, ბათუმის აეროპორტს კი 12%-იანი.

2021 წელს თბილისის აეროპორტის წილი 74%-მდე შემცირდა, ბათუმის კი 18%-მდე გაიზარდა.

„სიდიდით მეორე აეროპორტების წილი ძალიან იშვიათად აღემატება 20%-ს, მაგრამ ისინი ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შესაძლებლობების ფანჯარას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ოთხ ევროპულ ქვეყანაში მხოლოდ თითო აეროპორტი მოქმედებს – ალბანეთში, მოლდოვაში, ლუქსემბურგსა და მალტაზე.

სომხეთში, ერევნის აეროპორტის წილი 2021 წელს 94%-ს შეადგენდა. საკმაოდ დივერსიფიცირებულია იტალიის ბაზარი, რომლის ლიდერ მალპენზას (მილანი) აეროპორტს შარშან 13%-იანი წილი ჰქონდა, მეორე ადგილზე მყოფ ფიუმიჩინოს (რომი) კი 12%-იანი.

როგორია სხვა აეროპორტების ფრენების წილი იხილეთ ლინკზე: