ინფორმაცია კვიპროსის რესპუბლიკაში პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ცვლილებებზე.
2021 წლის 26 აპრილიდან 10 მაისამდე :

  1. აკრძალულია გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა სამედიცინო დახმარება. დაშვებულია სამუშაოზე გადაადგილება, თუ პიროვნებას აქვს შესაბამისი სერტიფიკატი;
    2.იკრძალება კონფერენციების, სავაჭრო და სხვა ტიპის გამოფენების, შეკრებებისა და ღონისძიებების ჩატარება. აგრეთვე აკრძალულია შეკრებები საჯარო სივრცეში(პარკებში, მოედნებზე, პორტებში და ა.შ.)
  2. აკრძალულია შეკრება სახლებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ 2 მაისს, აღდგომის დღეს, როდესაც სახლებში შესაძლებელი იქნება ორი ოჯახის შეკრება. მაქსიმუმ 10 ადამიანი ბავშვების ჩათვლით.
  3. გარეთ გასვლა ნებადართული იქნება 8998 ტელეფონის ნომერზე SMS-ის გაგზავნით და შესაბამისი ნებართვის მიღებით დღეში მხოლოდ ერთხელ(1). COVID-19 ვაქცინაციაზე წასვლისას sms ის გაგზავნა არაა საჭირო.
  4. ეკლესიები და სხვა რელიგიური დაწესებულებები ღვთის მსახურებას ჩაატარებენ მრევლის გარეშე
  5. რელიგიური ცერემონიალები (ქორწილები, ნათლობები, დაკრძალვები) ნებადართულია მაქსიმუმ 10 ადამიანის დასწრებით;
  6. ეკლესიებსა და სხვა რელიგიის ტაძრებში ნებადართულია შესვლა პირადი ლოცვისთვის. ერთდროულად დაიშვება მაქსიმუმ 10 ადამიანი დახურულ სივრცეში.
  7. გამონაკლისი იქნება დაშვებული 1 მაისს, როდესაც წინა სააღდგომო ლიტურგიაზე შეეძლება დასწრება მრევლს. დახურულ სივრცეში დაიშვება მაქსიმუმ 50 ადამიანი, პროტოკოლის და დისტანციის დაცვით. დანარჩენ დღეებში ლიტურგიაზე დასწრება აკრძალულია.
  8. 1 მაისს, სააღდგომო ლიტურგიის გამო, კომენდატის საათი იქნება 01:00 – 05:00 საათის პერიოდში. დანარჩენ დღეებში, როგორც აღვნიშნეთ, კომენდანტის საათის პერიოდი იქნება 21:00-05:00.
  9. სახელმწიფო დაწესებულებებში თანამშრომლების 20% გადავლა ონლაინ მომსახურეობაზე.
  10. კერძო სექტორში დაშვებულია 20 % მომსახურე პერსონალის ფიზიკურად დასწრება.(მინიმუმ 3 ადამიანი, მაქსიმუმ 25)
  11. ყოველ კვირეულად სავალდებულოა თანამშრომლების 50% გაუკეთდეს სწრაფი ტესტი.
  12. კვლავ იკრძალება ყველა სახის კვების ობიექტის ფუნქციონირება (რესტორნები, კაფეები, ბარები). დასაშვებია გატანის სერვისი.
  13. შეჩერებულია ღია და დახურულ სივრცეებში თეატრების, ამფითეატრების, კინოების და წარმოდგენების ჩვენება;
  14. შეჩერებულია საცალო ვაჭრობის მაღაზიების და მოლების ფუნქციონირება, გარდა საკვებ-სასურსათო მაღაზიებისა.
  15. შეჩერებულია სპორტული დარბაზების, სასკოლო საცეკვაო და სხვადასხვა სპორტული ტიპის სკოლების ფუნქციონირება. ნებადართული ვარჯიში ღია სივრცეში პირად მწვრთნელთან ერთად, თუ რაოდენობა არ აღემატება 2 ადამიანს.
  16. შეჩერებულია აზარტული თამაშების დაწესებულებების ფუნქციონირება.
  17. შეჩერებულია სილამაზის სალონების ფუნქციონირება.
  18. 18 წლამდე ბავშვებისთვის შეჩერებულია ყველა სახის ჯგუფური სწავლებები (სპორტული, სოციალური და ა.შ.)