9 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა, გამართა შეხვედრა კორეის ავიახაზების, Korean Air-ის, უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ტი ჯეი კიმთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და ორმხრივი კონტაქტები, რაც ქმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.