საქართველოს მოქალაქეები (+ მათი ოჯახის წევრები) საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი საზღვრიდან შემოსვლის შემთხვევაში:
1) თუ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულუარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 8 დღით;
2) თუ ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულუარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე საბაჟოეპიდემიოლოგი ავსებს ფორმა N9, რომელშიც იქნებამითითებული თვითიზოლაციის მისამართი და პირადიმონაცემები.
უცხო ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთსაქართველოში შემოსვლის უფლება, გარდა
შემდეგი 18 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების და/ანმუდმივი რეზიდენტებისა:
1) ე.წ. ნაცვალგების 5 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი – შემოდიანმხოლოდ საჰაერო გზით, იმ შემთხვევაში თუმოფრინავენ ამ 5 ქვეყნიდან ან მათი გავლით. საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენისშემთხვევაში თავისუფლად კვეთენ საზღვარს დამოძრაობენ შეუფერხებლად. თუ არ აქვთ უარყოფითიPCR ტესტის საბუთი, მათ აქვთ შესაძლებლობა ტესტიგაიკეთონ, საკუთარი ხარჯით, თბილისის აეროპორტში, გადმოკვეთონ საზღვარი, მივიდნენ დაჯავშნულსასტუმროში და დაელოდონ პასუხს. უარყოფითიპასუხის შემდეგ მოძრაობენ თავისუფლად.
იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნისგავლით და სხვა ქვეყნებიდან შემოდიან ჰაერით, მაშინ:
1) უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისას მიდიანთვითიზოლაციაში;
2) თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტი გადადიანკარანტინში.
ხსენებული 5 ქვეყნიდან მგზავრები გამოფრენამდეავსებენ სპეციალურ საინფორმაციო ფორმას StopCov.ge პორტალზე.
2) დანარჩენი 13 ევროპული ქვეყნის მოქალაქეები და/ანმუდმივი რეზიდენტობის მქონე პირები (ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი, იტალია, ისლანდია, სლოვენია) საქართველოში შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით.
თუ საზღვარზე წარმოადგენენ ბოლო 72 საათშიგაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მიდიანთვითიზოლაციაში. იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთი და არ აქვთსაკუთარი ხარჯით თბილისის აეროპორტში ტესტისგაკეთების შესაძლებლობა, მოთავსდებიანკარანტინში.
ბიზნესაპლიკანტები რჩებიან იგივე რეჟიმში.