რა ღირს ტაქსით მგზავრობა ევროპის აეროპორტებიდან – სად არის ყველაზე ძვირი ეს სერვისი
ევროპის სხვადასხვა აეროპორტიდან ყველაზე ძვირი ტაქსის მომსახურება შვეიცარიაშია. airmundo.com-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირი, საშუალოდ 40 ევრო ღირს ტაქსის მომსახურება ჟენევისა და ციურიხის აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე.
მაღალია კოპენჰაგენისა (დანია) და ნიცას (საფრანგეთი) აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ტარიფი.
როგორც რეიტინგშია მითითებულია თურქეთი და რუსეთი ყველაზე იაფიან ქვეყნებს შორისაა ევროპაში.
რეიტინგში 50 ყველაზე დატვირთული აეროპორტი შედის. ევროპის ცნობილი აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ტარიფი საშუალოდ 1 კმ-ზე 2,02 ევროა. კვლევაში მითითებულია, რომ სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებიდან ტაქსის მომსახურების ფასს შორის სხვაობა დიდია, მაგალითად, ჟენევის აეროპორტიდან 1 კმ-ზე 5,67 ევროთი განისაზღვრება, სტამბოლის, გოგჩენის აეროპორტიდან კი 0,47 ევრო.
ფასი 1 კმ-ზე
აეროპორტი | ქვეყანა | ფასი / კმ | |
1 | ჟენევის აეროპორტი | შვეიცარია | € 5.67 |
2 | ციურიხის აეროპორტი | შვეიცარია | € 5.00 |
3 | კოპენჰაგენის აეროპორტი | დანია | € 5.00 |
4 | ნიცას აეროპორტი | საფრანგეთი | € 4.57 |
5 | დიუსელდორფის აეროპორტი | გერმანია | € 3.11 |
6 | ბრიუსელის აეროპორტი | ბელგია | € 3.00 |
7 | პალმა დემალიორკას აეროპორტი | ესპანეთი | € 3.00 |
8 | ლონდონის ჰითროუს აეროპორტი | დიდი ბრიტანეთი | € 2.93 |
9 | ჰამბურგის აეროპორტი | გერმანია | € 2.73 |
10 | ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი | ჰოლანდია | € 2.65 |