გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ახალი რეიტინგი აქვს. მათ გამოთვალეს რომელმა ქვეყნებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ტურიზმზე 2023 წელს. პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე კი აშშ.

ჩინეთს აქვს ყველაზე დიდი ტურისტული ხარჯები. საერთაშორისო მოგზაურობისთვის საზღვრების გახსნის შემდეგ, ქვეყანამ გასულ წელს 183 მილიარდი ევრო დახარჯა. მან გადაუსწრო შეერთებულ შტატებს, რომელიც ადრე პირველ ადგილს იკავებდა. 2023 წელს მათ ტურიზმზე 114 მილიარდი ევრო დახარჯეს.

ქვემოთ მოცემულია ტოპ 10 ქვეყანა ტურისტული ხარჯების მიხედვით:

ჩინეთი
აშშ
გერმანია
დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთი
კანადა
იტალია
ინდოეთი
რუსეთი
სამხრეთ კორეა
რეიტინგში საუბარი იყო იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ყველაზე მეტად სარგებლობენ ტურიზმიდან. ესენია ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.

ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს საფრანგეთს, ესპანეთს, აშშ-ს, იტალიასა და თურქეთს.