დღეიდან, Georgian Airways-ი რეგულარულ ავიარეისებს წყვეტს. ქვეყანაში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს კი ავიაკომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საელჩოებთან დაკავშირებას ურჩევს.​
“CoV–ის გამოჩენის დღიდან, ჩვენ ვასრულებდით რეისების განრიგს რეგულარულად, იტალიის გარდა, რომელიც მთავრობის მოთხოვნით შესრულდა, არც ერთი ჩარტერი, ან სპეცრეისი არ იყო დაგეგმილი. 20 მარტს, ღამით, დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე, ფრენების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მას შემდეგ, მხოლოდ დღევანდელ ბერლინის რეისზე მივიღეთ ნებართვა.

დღეიდან, 23.03.2020-დან, Georgian Airways-ი აღარ განახორციელებს სხვა რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით. 21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს!

თუ ფლობთ ბილეთებს ჩვენს რეისებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ჯავშნის ნომრები მეილზე. მადლობა თანამშრომლობისთვის”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.