ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ გააჩნდეს უამრავი პატარა აეროდრომი და ძლიერი საერთო დანიშნულების ავიაცია, – ამის შესახებ Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე აცხადებს, რომელიც საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარებისთვის მიძღვნილი ექსპედიციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რათა აეროდრომების მშენებლობისთვის ახალი ლოკაციები იქნეს აღმოჩენილი.

ექსპედიცია, რომლის ინიციატორებიც Tsnori Airfield-ი და Aeroclub Aviator-ი არიან დღეს კახეთში განხორციელდა

„ამის შემდეგ ხდება ის, რომ ვაპირებთ აეროდრომების გაკეთებას და მოლაპარაკებების დაწყებას, რადგანაც მონიშნული ადგილი შესაძლოა, რომელიმე კერო პირის საკუთრებაში იყოს. ქვეყანაში აეროდრომების რიცხვი უნდა გაიზარდოს. პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი აეროდრომები. მისადგომი ადგილები არ არის დასახლებულ პუნქტებამდე. ეს ყველაფერი კომპლექსურადაა მიბმული, არ არის აეროდრომი არ არის განვითარება იმ კონკრეტულ მხარეში“, – განმარტავს Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე.