2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმერეთის მხარის ტურისტული სექტორის თხოვნის შედეგად, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, რეგულარული შატლ-სერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმა შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მთავარი აეროპორტები ქუთაისის ცენტრამდე რეგულარული შატლების დანიშვნა დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო...