ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი “თაკარა” გაიხსნა.
ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც სტუმრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის რესტორან “თაკარაში“ იქნება შესაძლებელი, მგზავრებთან ერთად, ნებისმიერმა მსურველმა, ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის “ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს.
ასევე მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ ინდივიდუალურად კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე, ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.