ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია აეროპორტში გათბობის პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ელეტროენერგიის შეწყვეტის ფონზე შენობის გათბობის პრობლემა შეიქმნა. თუმცა 1 საათია დენის ერთ-ერთი წყარო ჩაირთო და ტერმინალში ეტაპობრივად დათბა.
“დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რასაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება მოყვა, თითქმის 48 საათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გათიშული იყო ძირითადი და სათადარიგო დენის წყაროები, რის გამოც აეროპორტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ავარიული დენის წყაროზე მუშაობდა.
ავარიული დენის წყაროზე იყო დაერთებული სააეროპორტო სისტემები და აღჭურვილობა. ავარიული დენის წყარო არ არის გათვლილი 48 საათიან მუშაობაზე. რის გამოც ვერ ხერხდებოდა 30 ათას კვ. მეტრამდე ფართობის სრულად გათბობა. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
უკვე 1 საათია დენის ერთ-ერთი წყარო ჩაირთო და ტერმინალში ეტაპობრივად დათბა.
კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის განპირობებული.
დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა დაგეგმილი რეისის მიღება და გაშვება შეძლო. მათ შორის, ბათუმის აეროპორტის 2 რეისისაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება ფრენების უსაფრთხო მიღება-გაშვებისთვის“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაში.