ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამონგრეული ხარაჩო მოხსნილია, აღნიშნულის შესახებ AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე უსაფრთხოების ზომები და სტანდარტები დაცულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა.
რკინის კონსტრუქცია, რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა.