ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
აეროპორტის ადმინისტრაციას და კომპანია Wizz Air-ს მგზავრები უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ელოდებიან კომპანია Wizz Air-ის მხრიდან განცხადებას.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა. კომპანია Wizz Air-ს კომენტარი არც მაშინ გაუკეთებია.
წყარო: 1tv.ge