11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშრებით. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება