ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. პირველად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად  მიიღო Airbus A321neo ტიპის ხომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
A321neo ხომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ხომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ხომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია დაახლოებით 50%-ით შეამციროს თვითმფრინავის ხმაური. ხომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ  Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16% – ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს. 
პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავას რეისები შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.