ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ. ქუთაისის ,,სისხლის ცენტრისა” და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია საქართველოში და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის.
საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სისხლის გადასხმა 15000 ადამიანს სჭირდება. სისხლის გაცემა კი დონორის ორგანიზმს აჯანსაღებს. ამჟამად ქუთაისის ,,სისხლის ცენტრი” დონორებს ოთხ ლოკაციაზე ემსახურება: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალსა და ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობას უკვე მეოთხედ იღებენ.
მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ