ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UNSTUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალი ტერმინალის დიზაინი, ისევე როგორც ძველი ტერმინალის, კომპანია UNSTUDIO-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სრულდება, რის შემდგომაც დაიწყება მწვანე გადახურივის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი.
მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ჰოლანდიური UNStudio-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს