ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების რეიტინგს ასაჯაროებს.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ვილნიუსის მიმართულება. მეორე ადგილზე კი ვარშავა, ხოლო მესამე ადგილს დორტმუნდი და კატოვიცე იყოფენ.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წლის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებების TOP-5 ასეთია:

1. ვილნიუსი

2. ვარშავა

3. დორტმუნდი/კატოვიცე

​4. ბერლინი

5. მემინგენი​

საგულისხმოა, რომ რომ 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 617 ათას 373 მგზავრს მოემსახურა, რაც 53%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამ დროისათვის აეროპორტში მხოლოდ Wizz Air-ი ოპერირებს, რომელიც 2018 წლის მაჩვენებლებით პირველად საქართველოს ავიაბაზრის ისტორიაში, ბაზრის ლიდერი Wizz Air-ი (12%) გახდა.

2017 წლის მაჩვენებლებით კი, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით კომპანია საქართველოს ავიაბაზრის 8%-ს ფლობდა და მესამე ადგილზე იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ​მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI Europe-ს მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.

აეროპორტი აგრძელებს ასევე გაფართოებასაც და შესაბამისად მომდევნო წლებში აეროპორტი უფრო მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

​2019 წლისთვის კი Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ახალი ეარბას A320-სა და 6 ახალი მიმართულების დამატება უკვე დაანონსა. ავიაკომპანია აგვისტოდან იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინისა და ბრიუსელის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.