„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას საქართველოში გააჩნია’,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
,, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან პირველად დღემდე Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს,-‘’ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.
მისი განცხადებით, 2012 წლიდან, Wizz Air-ის საქართველოში ფრენების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია.
,, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. პანდემიის შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლომდე 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. ეს არის უკვე ახალი განაცხადი. პირველად ხდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოთხი საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული. რაც არის სრულიად ახალი რეალობა ჩვენთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხდება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი, საერთოდ სხვა შესაძლებლობა ეძლევა ქუთაისის და იმერეთის კერძო სექტორს, რომელიც ტურიზმის სექტორსა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ოპერირებს,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 პირდაპირი მიმართულებით 16 ქვეყანაში ასრულებს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია 4-ე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში ორჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.
მთავარი ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში შემოსვლიდან დღემდე, Wizz Air-ის მიერ 5 მლნ მგზავრი მომსახურება ავიაკომპანიასთან...