ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის ( COVID–19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ ხორციელდება. აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზში არსებულ ყველა ობიექტს.
სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საჰაერო ხომალდის სალონიც. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ასევე შეზღუდული დაშვების ზონაში განთავსებულ საველე კარვებში, სადაც მუდმივად მორიგეობენ მედიკოსები. საველე კარვებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გადიან.
მთავარი აეროპორტები ქუთაისის აეროპორტში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად ტარდება