ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ ტერმინალს ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს მთავარი არქიტექტორები ეწვივნენ.
კომპანია UN Studio-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის.
“ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული. ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს”, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.