25-31 ოქტომბრის პერიოდში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტის დაბადების დღის კვირეულთან დაკავშირებით, აეროპორტის პარტნიორი ობიექტებიგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.
გამოვლინდა მთავარი საჩუქრის, ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულების გამარჯვებული. Wizz Air-ის ორმხრივი ავიაბილეთის იღბლიანი მფლობელისაქართველოს მოქალაქე, 38 წლის ფარნაოზიორდანიშვილი გახდა, რომელიც დღეს, მემინგემშიმიფრინავდა. იღბლიან მგზავრს ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთისმიმართულებით გაფრენა 2026 წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლება.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტშიმგზავრების განწყობაზე VISA-ს მხარდაჭერით DJზრუნავდა, ასევე დაბადების დღის კვირეულისადმიმიძღვნილი დრამერების მონაწილეობითპერფორმანსი გაიმართა.
13 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლისსახელობის აეროპორტი სრულად განახლდა და 8,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეს ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად ითვლება და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებისმნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.












