ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ რეისის გაუქმების მიზეზი საჰაერო ხომალდის ტექნიკური ხარვეზი იყო.

“დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით.

ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა.

ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ. ავიაკომპანია კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ავიაკომპანიისთვის უმთავრესი მგზავრების უსაფრთხოებაა”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია.