ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე თურქეთი გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას ციფრული მომთაბარეებისთვის. ქვეყნის შეთავაზებები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, როგორიცაა ინტერნეტსისტემა, მაღალგანვითარებული ციფრული საბანკო და გადახდის სისტემები, ზრდის მის მიმზიდველობას. მაგალითად, ახალი ციფრული მომთაბარე ვიზა  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თურქეთში, იცხოვრონ და დისტანციურ რეჟიმში შეძლონ მუშაობა.

სტამბოლის ქუჩის არომატები

სტამბოლში სხვადასხვა კულტურა იყრის თავს, რაც იზიდავს ციფრულ მომთაბარეებს თავისი სწრაფი ინტერნეტით, განსახლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებითა და საინტერესო ქუჩის კვების კულტურით.  პირველი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს სტამბოლის ქუჩის საკვებიდან, არის უგემრიელესი სიმითი, რომელიც გზაზე ყველგან შეგხვდებათ.  ასევე ტრადიციული თევზის სენდვიჩები, კუმპირი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ინგრედიენტით. ამ საკვების მირთმევა შეგიძლიათ ორთაქოიში.

იზმირი

ვისაც იზმირი უნახავს, ყველა შთაბეჭდილების ქვეშ არის. აქ არის უამრავი ღირსშესანიშნაობა, ასევე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე შენობები, რომელიც მას კომფორტულ დასასვენებელ ადგილად აქცევს.  აღსანიშნავია, რომ  იზმირის რესტორნებს Michelin Guide-ის ვარსკვლავები აქვს მინიჭებული, უგემრიელესი კერძებისა და საოცარი მომსახურების გამო. ადგილობრივი სამზარეულო მრავალფეროვანია. შეძლებთ დააგემოვნოთ ნაირ-ნაირი ხრაშუნა საკონდიტრო ნაწარმი, ადგილობრივი სენდვიჩი გუმრუ, კოკორეცი და სხვა ადგილობრივი კერძები.

კულინარიული მოგზაურობა მუღლაში

ამ მხრივ გამორჩეულია მუღლას პროვინციაც, რომელშიც შედის  ქალაქები – დალამანი, ბოდრუმი და მარმარისი. ამ ქალაქებში  ზღვის პროდუქტებს თან ახლავს ადგილობრივი ღვინოებისგან დამზადებული თეთრი ღვინოები , რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.  გასტრო-ქალაქ ბოდრუმში ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ცნობილ ადგილობრივ ბაზრობებს, სადაც ქალები ყიდიან უამრავ ნივთს, სუვენირებს, ხალიჩებს, ხელნაკეთ ნივთებს, რომელშიც ადგილობრივი კულტურაა ასახული და სხვ.  ამასთან, იყიდება საკვები – ფქვილი, მწვანილებისა და სანელებლების უამრავი სახეობა და სხვ.  ბოდრუმში კაფეები და რესტორნები ასევე ემსახურებიან  საერთაშორისო სამზარეულოს მრავალფეროვნებას, მათ შორის აზიურ, იტალიურ, ჩინურ, მექსიკურ, ინდურ და ტაილანდურ კულინარიებს.

 

 

ანტალია

ანტალია არის თურქული რივიერას გული, სადაც უცხოეთიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის. ქალაქი ასევე არის თურქული ხმელთაშუა ზღვის დელიკატესების უნიკალური ცენტრი. აღსანიოშნავია ანტალიის ბრტყელი პური (Gözleme), რომელიც სავსეა სხვადასხვა შიგთავსით –  თეთრი ყველით დაწყებული კარტოფილით დამთავრებული. მასთან ერთად ერთი ჭიქა ცივი ფინიკეს ფორთოხლის წვენი საოცრად გაგარილებთ.