გიყვართ ყველი? სპეციალურად ყველის მოყვარულთათვის ლონდონში სასტუმრო გაიხსნა. თემატური, დროებითი სასტუმრო Cheese Suite 29 იანვრიდან 6 თებერვლამდე იფუნქციონირებს.

სასტუმროს ნომრები ყველის დეკორაციითაა გაფორმებული. სასტუმროში ზეწარსაც და საპონსაც კი ყველის ფორმა აქვს. და რაც მთავარია მენიუ – ისიც ყველისგანაა შედგენილი.
