თურქული სამზარეულო მოგეხსენებათ საკმაოდ მდიდარია და იგი მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესო კერძებით გამოირჩევა. მის განუყოფელ ნაწილს, ცხადია, წარმოადგენს თურქული ყველი, რომელიც თურქეთში ნებისმიერი ტიპის საუზმის დროს სუფრაზე დაგხვდებათ. აქ ცვალებადი კლიმატური პირობების გამო რძესა და ყველს აქვს უნიკალური გემო, რაც, ცხადია, ყველის საუკეთესო გემოს განსაზღვრავს. მათგან აღსანიშნავია, „ეზინეს თეთრი ყველი “, „კონიას ცისფერი ყველი“ , „ყარსის ძველი ყველი” და სხვ. თითოეულ ჯიშის ყველს თავისი წარმოშობის ისტორია და მომზადების განსხვავებული მეთოდები გააჩნია.
ანატოლიაში მისი წარმოების ისტორია თითქმის რძის აღმოჩენის ხანას ემთხვევა. ანატოლიური გასტრონომიის განუყოფელი ნაწილი სწორედაც რომ არის ყველი, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც ძველი თურქი ხალხის ცხოვრების წესის შეუცვლელი ნაწილი იყო.
“ეზინეს თეთრი ყველი” (‘ Ezine Beyaz Peynir’)
“თეთრი ყველი” თურქული საუზმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის პოპულარულ დელიკატესებს შორის არის მოქცეული. აღსანიშნავია, რომ მისი სამშობლო არის ჩანაქალე და ედირნე. ედირნეს „თეთრი ყველი“ მიიღება ცხვრის, თხისა და ძროხის რძისგან, რომლებიც ადგილობრივი ბალახით იკვებება. ედირნეს თეთრი ყველი გამორჩეულია იმით, რომ იგი არ შეიცავს დანამატებს და მის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ რძე, საფუარი და მარილი. „ეზინეს თეთრი ყველი“, რომელსაც „ჩანაქალეს“ ეზინეს რაიონის საპატივსაცემოდ ეძახიან, ტრადიციულად თურქულ საუზმეზე დაგხვდებათ.
დღეს მსოფლიოში 1000-ზე მეტი ყველის სახეობაა ცნობილი, მათი უმეტესობა ქვეყნის გასტრონომიული კულტურის მიხედვითაა შექმნილი და განვითარებული. თურქულმა ყველმა, მითუმეტეს ანატოლიურმა, განვითარების პირველ საფეხურზე მეტად გაითქვა სახელი, თუმცა დღეს ეგეოსისა და ედირნეს ყველი არა მარტო თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანატოლიურ თეთრ ყველთან ერთად ე.წ. ქაშარის ყველიც ამ პროდუქციის განუყოფელი ნაწილია.
Отправлено 4 мин. назад