პორტალმა Airlineratings.com-მა 2019 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20-ში მოხვდნენ British Airways-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი და სხვა ცნობილი ავიაკომპანიები. რეიტინგის შედგენისას Airlineratings-მა მრავალი ფაქტორი გაითვალისწინა, მათ შორის ავიაპარკის ასაკი, საავიაციო შემთხვევების სტატისტიკა და საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგს მსოფლიოს ყველაზე “ბებერი” ავიაკომპანია Qantas-ი ლიდერობს. Qantas- მალე საუკუნის ავიაკომპანია გახდება, რადგანაც დღეს მისი ასაკი 98 წელია. რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Air New Zealand-ი, ხოლო მესამეზე – Alaska Airlines-ი.

airlineratings.com ავიასფეროში ერთ-ერთ წამყვანი რეიტინგების პორტალია. ის მსოფლიოს 435 კომპანიის შესახებ აქვეყნებს რეიტინგს, ამავდროულად ის მომხმარებელსა და დაინტერესებულ პირებს ავიაპროდუქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია ავიამოგზაურობების შესახებ ინფორმაციის მოძიება. როგორც ამბობენ ეს ერთგვარი one-stop-shop-ია, სადაც ყველანაირი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ავიაკომპანიებისა და ავიაციის შესახებ, მათ შორის მოგზაურთათვის საინტერესო დეტალებიც. airlineratings.com-ის სისტემის მიხედვით კომპანიებისთვის უმაღლესი შეფასების სისტემა 7 ვარსკვლავია, საიტის ექსპერტებს კი მონაცემები თითქმის ყველა ავიაკომპანიაზე აქვთ და ამასთანავე მათ შესახებ შესაბამისი ანალიზიც გაკეთებული.

მაშ ასე, ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20 ასე გამოიყურება:

Qantas
Air New Zealand
Alaska Airlines
All Nippon Airways
American Airlines
Austrian Airlines
British Airways
Cathay Pacific Airways
Emirates
EVA Air
Finnair
Hawaiian Airlines
KLM
Lufthansa
Qatar
Scandinavian Airline System
Singapore Airlines
Swiss
United Airlines
Virgin Atlantic and Australia

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20 რეიტინგიდან საქართველოში ორი ავიაკომპანია უკვე ოპერირებს.