ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად Qantas-ი აღიარეს. AirlineRatings.com-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში Qantas-ი ლიდერობს.
ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20 ასეთია: Air New Zealand, Alaska Airlines, All Nippon Airways, American Airlines, Austrian Airlines, British Airways, Cathay Pacific Airways, Emirates, EVA Air, Finnair, Hawaiian Airlines, KLM, Lufthansa, Qatar Airways, Scandinavian Airline System, Singapore Airlines, Swiss Airlines, United Airlines და Virgin group (Atlantic Australia). (რეიტინგი დალაგებულია ანბანის მიხედვით)
“ეს წარმოუდგენელია. Qantas-ი, რეიტინგის დაარსების დღიდან, ყოველთვის ლიდერის პოზიციებზე იყო. უსაფრთხოების მხრივ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, განაცხადა AirlineRatings.com-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი ტომასმა.
რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” რეიტინგს, მისი TOP-10 ასე გამოიყურება: Flybe, Frontier, HK Express, Jetblue, Jetstar Australia / Asia, Thomas Cook, Volaris, Vueling, Westjet და Wizz Air.