ანალიტიკურმა ვებგვერდმა Switch On Business მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ატრაქციების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი გახდა ბურჯ ხალიფას ცათამბჯენი დუბაიში, რომელსაც ყოველწლიურად 17 მილიონი ადამიანი სტუმრობს. 828 მ სიმაღლის შენობა სამჯერ აღემატება პარიზის ეიფელის კოშკს.

„დუბაი მუდმივად ახდენს შთაბეჭდილებას მსოფლიოზე თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და მდიდრული ცხოვრების წესით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კოშკის ბილეთების გაყიდვიდან წლიური შემოსავალი 621 მილიონი დოლარია. გარდა კოლოსალური მოგებისა, წელიწადში თითქმის 22 მილიონი ძებნა Google-ში ადასტურებს ბურჯ ხალიფას მსოფლიო პოპულარობას.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ინდოეთის ტაჯ მაჰალის სასახლე: ატრაქციას ყოველწლიურად 7,5 მილიონი მოგზაური სტუმრობს. საძიებო სისტემებში მასზე ყოველწლიურად 22 მლნ ძებნა ფიქსირდება.

TOP- 3 ხურავს ნიაგარას ჩანჩქერს აშშ-ში. მის სანახავად ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ტურისტი მიდის, ინტერნეტ საძიებო სისტემაში ატრაქციონზე მოთხოვნის რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს.

მსოფლიოს საუკეთესო ატრაქციების სრული ჩამონათვალი Switch On Business-ის მიხედვით:

1. ბურჯ ხალიფა, UAE;

2. ტაჯ მაჰალი, ინდოეთი;

3. ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ;

4. ოქროს კარიბჭე (ხიდი), აშშ;

5. ეიფელის კოშკი, საფრანგეთი;

6. მაჩუ-პიქჩუ, პერუ;

7. საგრადა ფამილია, ესპანეთი;

8. თავისუფლების ქანდაკება, აშშ;

9. ბიგ ბენი, დიდი ბრიტანეთი;

10. ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთი;

11. სტოუნჰენჯი, დიდი ბრიტანეთი;

12. ბუკინგემის სასახლე, დიდი ბრიტანეთი;

13. ევერესტი, ტიბეტი/ნეპალი;

14. მონ სენ-მიშელი, საფრანგეთი;

15. აია სოფია, თურქეთი.