მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავიაციო პლატფორმა „Just Planes” Georgian Airways-ის შესახებ სერიებს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია “Just Planes” -ს ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.
„Just Planes”-მა ავიაკომპანია Georgian Airways-ის რამდენიმე ევროპული მიმართულებით იმგზავრა. „ჩვენ თბილისში ვიმყოფებით. გადაღებების პირველი დღეა Georgian Airways-ის პილოტის კაბინიდან. ეს იქნება პარიზის მარშრუტი, ფრენის დრო დაახლოებით 4 საათია“ – წერს „Just Plane” ოფიციალურ „Facebook” და “Instagram” გვერდებზე.
„Just Planes” ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საავიაციო პლატფორმაა მრავალმილიონიანი აუდიტორიით მთელ მსოფლიოში.
„Just Planes”-ის სხვადასხვა პლატფორმა 15 მილიონ გამომწერს აერთიანებს და არხის სერიებს ამ დრომდე 6 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. პლატფორმის მიზანია მაყურებელს შესთავაზოს ავიახომალდის ფრენის შესახებ ამსახველი უნიკალური მასალა პილოტის კაბინიდან.