კომპანია Official Airline Guide-მ მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი 10 ავიამარშუტი დაასახელა. კომპანიამ დათვალა ავიაკომპანიების შემოსავლები, რომელსაც ისინი წლის განმავლობაში ამა თუ იმ მარშრუტზე ოპერირებისთვის იღებენ.
როგორც ირკვევა, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტამდე ყველაზე მეტი ავიაკომპანია British Airways-მა ნიუ-იორკი-ლონდონის რეისების განხორციელებისას გამოიმუშავა, საუბარია წელიწადში 1,04 მლრდ დოლარზე.
მეორე ადგილზე Qantas-ი, რომელმაც მელბურნი-სიდნეის რეისზე ოპერირებისთვის წელიწადში 855 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
მესამე ადგილზეა Emirates-ი, ლონდონი-დუბაის რეისით, რომლის წლიური შემოსავალიც 819 მლნ დოლარს აღწევს.
შემდეგ მოდიან: Singapore Airlines-ის ლონდონი-სინგაპურის რეისი 710 მლნ დოლარიანი შემოსავლით, American Airlines-ის ლოს-ანჟელესი-ნიუ-იორკის რეისი 698 მლნ დოლარიანი შემოსავლით, United Airlines-ის სან-ფრანცისკო- ნიუარკის რეისი 688 მლნ დოლარით, Cathay Pacific Airways-ის ჰონგ-კონგი-ლონდონის რეისი 632 მლნ დოლარიანი შემოსავლით.
Qatar Airways-ის ლონდონი-დოჰას რეისი 553 მლნ დოლარიანი შემოსავლით, Air Canada-ს ვანკუვერი-ტორონტოს რეისი 552 მლნ დოლარიანი შემოსავლით, Singapore Airlines-ის სიდნეი-სინგაპურის რეისი 544 მლნ დოლარიანი შემოსავლით.