OAG-ის ექსპერტებმა დაასახელეს ავიამიმართულებები, რომელთაც მსოფლიოს ავიაკომპანიებისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვთ. ექსპერტებმა 2018 წლისა და 2019 წლის მარტამდე პერიოდი გაანალიზეს და ყველაზე მომგებიანი მარშრუტები ასე შეადგინეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე მომგებიანი მარშრუტების უმრავლესობა იწყება ან მთავრდება ბრიტანეთის დედაქალაქით.
ყველაზე მომგებიანი მარშრუტების სათავეში ლონდონი-ნიუ იორკი მოექცა, რომელმაც ავიაკომპანია British Airways-ს 1 მლრდ დოლარზე მეტის შემოსავალი მოუტანა.
OAG-ის მიერ შედგენილი ყველაზე მომგებიანი ავიამიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:
ლონდონი-ნიუ-იორკი – British Airways ($1 მლრდ 159 მლნ),
მელბურნი-სიდნეი – Qantas ($861 მლნ),
დუბაი-ლონდონი – Emirates ($796 მლნ),
სინგაპური-ლონდონი – Singapore Airlines ($736 მლნ),
ნიუ-იორკი-სან-ფრანცისკო – United Airlines ($689 მლნ),
ნიუ-იორკი-ლოს-ანჟელესი – American Airlines ($662 მლნ),
დოჰა-ლონდონი – Qatar Airways ($639 მლნ),
ჰონგ-კონგი-ლონდინი – Cathay Pacific ($605 მლნ),
სინგაპური-სიდნეი – Singapore Airlines ($550 მლნ),
ტორონტო-ვანკუვერი – Air Canada ($541 მლნ).