ივლისისთვის თბილისიდან ავიაბილეთებზე ყველაზე დაბალი ფასი რუსეთის მიმართულებითაა.
skyscanner-ის მიხედვით, ივლისში ყველაზე იაფად (ორმხრივი) ავიაბილეთის შეძენა დონის როსტოვის მიმართულებით არის შესაძლებელი, ფასი 138 დოლარიდან იწყება. მეორე ადგილზე ავიაბილეთების სიიაფით თურქეთის მიმართულებაა.
skyscanner-ზე ივლისში, თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ბილეთის შეძენა 140 დოლარიდანაა შეიძლება. რეიტინგში მესამე პოზიციაზეა თბილისი-ბაქო-თბილისის ივლისის ავიაბილეთები, რომლის შეძენაც დღეს 166 დოლარიდანაა შესაძლებელი.
ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში 172 დოლარიდან არის შესაძლებელი თბილისი-ერევანი-თბილსიის ავიაბილეთის შეძენა. ივლისში, საქართველოდან, კონკრეტულად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა უკრაინა. მაგალითისთვის, skyscanner-ზე დღეს თბილისი-კიევი-თბილისის ავიაბილეთის ყიდვა 207 დოლარიდანაა შესაძლებელი.