2020 წელს ატლანტის აეროპორტი (აშშ, ჯორჯიის შტატი) მსოფლიოში ყველაზე დატვირთული იყო. სტატისტიკას აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) აქვეყნებს.
გასულ წელს ატლანტის აეროპორტი 93 699 630 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 23.8-ით აღემატება.
რეიტინგის პირველ ოთხ ადგილს აშშ-ს აეროპორტები იკავებენ. მეორე ადგილზეა დალასის აეროპორტი (73.4 მლნ მგზავრი), მესამეზე – დენვერის (69.3 მლნ), მეოთხეზე – ჩიკაგოს (68.3 მლნ).
მეხუთე ადგილზე გავიდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 66 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წელთან შედარებით 127%-ით მეტი იყო.
ყველაზე დატვირთული აეროპორტების ათეულში შევიდნენ ლოს-ანჯელესის, სტამბოლის, ლონდონის, ნიუ-დელისა და პარიზის აეროპორტებიც.
2022 წელს მთლიანმა მგზავრთნაკადმა 6.6 მილიარდს გადააჭარბა, რაც 2021 წელთან შედარებით 43.8%-ით მეტია და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლის 72.5%-ს შეადგენს.
სატვირთო აეროპორტებს შორის ლიდერობას ჰონგ-კონგი ინარჩუნებს, რომელიც 2022 წელს 4 198 937 მეტრულ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2021 წელთან შედარებით 16.5%-ით ნაკლებია.