იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაგვიანება ავიამგზავრებმა უმჯობესია დილით ადრე რეისებს მიანიჭონ უპირატესობა. გასულ წელს რეისების 90%-ი, რომელიც 07:00-07:59 საათის დიაპაზონში იყო დაგეგმილი, შესრულდა დროულად.
როგორც Travel Daily News-ი იტყობინება, ამერიკული ტურისტულმა კომპანია The Points Guy-მ, 2018 წელს განხორციელებული 7 მლნ რეისი გაანალიზა. ექსპერტებმა დაადინეს, თუ დროის რომელ მონაკვეთში ხდება ყველაზე მეტჯერ დაგვიანება. კვლევამ აჩვენა, რომ პუნქტუალურად ავიარეისების უმეტესობა შესრულდა ასევე 07:00 საათიდან 07:59 საათამდე პერიოდში.
08:00 საათიდან 08:59 საათამდე პერიოდში განხორციელებული ავიარეისებს 11.4%-ი შესრულდა დაგვიანებით, ხოლო 09:00 საათიდან 09:59 საათამდე პერიოდში განხორციელებული რეისების 12.4%-მა დააგვიანა.
ყველაზე პრობლემურ დროდ სახელდება 22:00 საათიდან 22:59 საათამდე პერიოდი, რადგანაც ამ დროის რეისების მხოლოდ 72.9%-ი განხორციელდა დროულად. შედარებით კარგი მაჩვენებელი დაიდო 20:00-დან 20:59 საათამდე და ასევე 21:00 საათიდან 21:59 საათამდე პერიოდზე, როდესაც რეისების 73%-ი და 73.3%-ი განხორციელდა დროულად.
მაშ ასე, ექსპერტების შეფასებით ყველაზე მაღალი შანსი, როდესაც საკმაოდ დაბალია ალბათობა რეისმა დააგვიანოს 07:00 საათიდან 10:00 საათი სახელდება, ხოლო ყველაზე მაღალი შანსი რეისის დაგვიანებისა არსებობს 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში.29