თურქეთში მოგზაურობისას, ტურისტულ გზამკვლევში ბევრ ისტორიულ ადგილთან ერთად, ბუნებრივი სილამაზითა და ორიგინალურობით გამორჩეული უამრავი ლოკაციის დათვალიერებაა შესაძლებელი. მათ შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ქალაქი ისპარტა, სადაც ყვავილოვანი მცენარის პლანტაციებია გაშენებული. ასევე, ისპარტას საზღვრებში მდებარეობს თურქეთის ცნობილი ტბების რეგიონი, რომელიც 2023 წლის მოგზაურობის 50 საუკეთესო ადგილებს შორის მოხვდა.
„ვარდების და ლავანდის ქვეყანა“
ქალაქ ისპარტაში ნახავთ ლავანდასა და ვარდების ბაღებს, რომლებიც თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ. გაშლილი ფერადი ბაღი მოგვრით საოცარ ჰარმონიას და სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარეთა ყვავილობა მაისის თვეში იწყება და ნოემბრის ბოლომდე ჯანსაღ იასამნისფერ ფერსა და თავბრუდამხვევ სუნს თავისუფლად ინარჩუნებს. ასე რომ ზაფხულის თვეები ამ ქალაქში ბუნებისა და სიფერადეების დასათვალიერებლად, ზედგამოჭრილი ადგილია.
თურქეთის ვარდების ცენტრს, ისპარტას შეუძლია აწარმოოს მსოფლიოში ვარდის ზეთის 65%, ასევე მისგან. უგემრიელესი საკვები პროდუქტები, როგორიცაა ვარდის მურაბები და სხვა ტკბილეულები. ასევე იწარმოება სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტი, როგორიცაა ვარდის წყალი, ვარდის ზეთი, სუნამოები და კრემები. აღსანიშნავია, რომ იგივე პროდუქცია მზადდება ლავანდას სველი ან გამხმარი ფურცლებისგან, რომელიც გარდაიქმნება კრემებად, საპნებად, ზეთებად, სუნამოებად და სხვა კოსმეტიკურ პროდუქციად.
ტბების რეგიონი
ისპარტას ხიბლი სცილდება პროვინციის უხვი ვარდების და ლავანდის ბაღებს და აუახლოვდება ტბების რეგიონს, სადაც ნახავთ რამდენიმე ტბას. ისპარტაში მოგზაურობისას შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ ეგირდირს, ტბა კოვადას, რომელიც მდებარეობს ადგილობრივ ეროვნულ პარკში. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ეგირდირი “CittaSlow” -ს წევრია და იგი ეგირდირის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი გარშემორტყმულია რეგიონის ცნობიოლი ვაშლის ბაღებით. აქ თავისუფლოად შეგიძოლიათ იაროთ ველოსიპედით ან ისეირნოთ ფეხით, ასევე ისიამოვნოთ ნავით ტურებითა და ისადილოთ თევზის უგემრიელესი კერძებით. ეგირდირის ტბაში ორი კუნძულია: შედარებით მიტოვებული კანის კუნძული, რომელიც ხშირად გამოიყენება კემპინგისა და პიკნიკისთვის და მეორე იეშილის კუნძული, სადაც ნახავთ ხის სახლებსა და ულამაზეს ვიწრო ქუჩებს. იეშილი ცნობილია აია სტეფანოსის ეკლესიით, რომელიც ქრისტიანებისთვის უძვირფასეს ადგილს წარმოადგენს. ერთი სიტყვით ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის ისინი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.