თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ყოველი ფრენის წინ საგულდაგულოდ ატარებს თვითმფრინავების დეზინფექციას, წერს ავიაკომპანიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელ X-ში მას შემდეგ, რაც მედიაში ავიაკომპანიის ბორტებზე, სალონში ბაღლინჯოების  შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მისი თქმით, ბუზების პრობლემა დროდადრო ჩნდება საზოგადოებრივ ადგილებში, მაგრამ Turkish Airlines ყურადღებას აქცევს “უსაფრთხოების და კომფორტის უმაღლესი სტანდარტების” დაცვას, დაუყოვნებლივ ამოწმებს და რეაგირებს ბორტზე მწერების შესახებ შეტყობინებებზე.

ერთი დღით ადრე, The New York Times-მა დაწერა, რომ თურქული კომპანიის ზოგიერთი რეისის მგზავრებმა მენეჯმენტს თვითმფრინავებში ბაღლინჯოების შესახებ შეატყობინეს.