ყაზბეგში, “აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანია “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ირკვევა, რომ ვერტმფრენი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა, შესაბამისად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ამ ეტაპზე დგინდება მათი ვინაობა.