რუსეთის ფედერაციაში შემავალი, თათრეთის დედაქალაქის, ყაზანის საერთაშორისო აეროპორტმა პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.
აეროპორტმა არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის მონაცემების მიხედვით პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა, რომლის მიხედვითაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, უცხოურ ავიაკომპანიებს შორის მესამე ადგილზეა.
ყაზანის აეროპორტში განხორციელებული ავიარეისების მიხედვით, უცხოური ავიაგადამზიდავებიდან პუნქტუალურობით Belavia ლიდერობს. მეორე ადგილზეა Uzbekistan Airways-ი, ხოლო მესამეზე Georgian Airways-ი.
აღსანიშნავია, რომ ყაზანის აეროპორტში დღეისათვის ოპერირებას 40-მდე ავიაკომპანია ახდენს. აეროპორტს 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა, მათ შორისაა თბილისი და ბათუმი.