ყაზახეთის ქალაქ აქტაუში აზერბაიჯანის ავიახაზების AZAL-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულდებდა. ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
„სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. მაშველები ადგილზე მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 52 პერსონალი და 11 ერთეული ტექნიკა. თვითმფრინავის ეკიპაჟის ბორტზე 67 მგზავრი და 5 წევრი იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.