ყაზახეთი წელს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების რაოდენობას გაზრდის, იუწყება 24KZ. გამოცემის ცნობით, სიხშირეების ზრდა გამოწვეულია საქართველოს კურორტებზე დასვენებაზე ყაზახეთის მოქალაქეების მხრიდა გაზრდილი მოთხოვნით.

ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარება და სხვა საკითხები განიხილეს ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის შეხვედრაზე თბილისში. ბიზნესმენები ორივე ქვეყნიდან აქტიურად მუშაობენ ბიზნეს და სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. საქართველო კვლავ მიმზიდველ ქვეყნად რჩება ყაზახი ტურისტებისთვის.

გასული წლის მხოლოდ პირველ 9 თვეში ყაზახების მოქალაქეების მოგზაურობის რაოდენობამ კავკასიაში თითქმის 147 ათასს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ყოველკვირეული რეისების რაოდენობა თბილისსა და ბათუმში 20-ს გადააჭარბებს, რაც გასულ წელთან შედარებით სამით მეტია.

კამილა ჟაილაუბაევა Air Astana-ს გენერალური მენეჯერი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის:

ყაზახეთის მხრიდან მზარდი ინტერესის გამო, პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ ყოველწლიურად ვზრდით ფრენებს საქართველოში, კერძოდ, ალმათიდან და ასტანიდან თბილისის მიმართულებით, ასევე ბათუმის მიმართულებით. წელს 27 მაისიდან ჩვენ ვგეგმავთ ახალი მარშრუტის გაშვებას ატირაუდან. ფრენები კვირაში 3-ჯერ შესრულდება.

საქართველო ბიზნესმენების ყურადღებასაც იპყრობს. ამ ქვეყანაში რეგისტრირებულია 120-ზე მეტი კომპანია ყაზახური კაპიტალით. ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირი მხარს უჭერს ჩვენს თანამემამულეებს, ხელს უწყობს მათ ინტერესებს საზღვარგარეთ და ქმნის პლატფორმას ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე ორი ქვეყნის მეწარმეებმა ბიზნესის განვითარება, ტურიზმის პერსპექტივები და ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება განიხილეს.