ავიაკომპანია „Qatar Airways“-ში მნიშვნელოვანი ხელმძღვანელობითი ცვლილება მოხდა. ჯგუფის ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჰამად ალი ალ-ხატერი დაინიშნა. ის ამ პოზიციაზე ინჟინერ ბადრ მოჰამედ ალ-მირს შეცვლის.

Qatar Airways-ში გადასვლამდე, ალ-ხატერი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის (Hamad International Airport) ოპერაციების მთავარი დირექტორი იყო. ის ზედამხედველობას უწევდა უსაფრთხოების საკითხებს, ყოველდღიურ ოპერაციებსა და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს.

მას ასევე ეკავა მაღალი თანამდებობები კომპანია QatarEnergy-ში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ბიზნესის განვითარების საკითხებში და ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიან სტრატეგიულ პროექტებს.

ახალი დანიშვნა ხდება იმ ფონზე, როდესაც Qatar Airways აგრძელებს გლობალურ აღიარებას. 2025 წლის Skytrax World Airline Awards-ზე ავიაკომპანია მეცხრედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზად.

ამჟამად Qatar Airways 170-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს დოჰას ჰაბის მეშვეობით და არის პირველი გადამზიდავი ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც მიიღო IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) გარემოსდაცვითი შეფასების პროგრამის უმაღლესი დონის სერტიფიკატი.