კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქართველოს ავიაბაზარი 31 მაისამდე დატოვა. აღნიშნულის მიზეზი კი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე განმარტავს, Qatar Airways-ი დღეს ამ თვეში ბოლო რეისს ასრულებს და საქართველოს მიმართულებით ფრენებს 31 მაისამდე წყვეტს.