პირველად თავის ისტორიაში SpaceX-მა Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი Qatar Airways-ის Boeing 777 სამგზავრო თვითმფრინავზე გაუშვა. სატელიტური ინტერნეტი ფრენის დროს მგზავრებისთვის უფასო იყო.
ამის შესახებ Space იუწყება.
პირველი Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება მოხდა დოჰა-ლონდონის რეისზე, რომელიც Boeing 777-ით განხორციელდა.
ინტერნეტის გაშვების საილუსტრაციოდ Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბადრ ალ მეიერმა ფრენის დროს ვიდეო ზარი განახორციელა Starlink-ის დამფუძნებელ ელონ მასკთან.
„Boeing 777 არის ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია Starlink-ითდღეს“, – აცხადებენ კომპანიაში.
Qatar Airways-ი გეგმავს, რომ 2025 წელს ყველა თავის Boeing 777-ზე ხელმისაწვდომი იყოს Starlink ინტერნეტი.
გარდა ამისა, United Airlines-მა, Hawaiian Airlines-მა და AirBaltic-მა Starlink-თან გააფორმეს კონტრაქტი სამგზავრო თვითმფრინავების ინტერნეტით აღჭურვის შესახებ.