ავიაკომპანია Qatar Airways-მა COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ფრენის სანაცვლოდ მგზავრს ბილეთის საფასურის ნაცვლად, შემთხვევით, 20 მლნ დოლარამდე თანხა დაუბრუნა. მგზავრს, რომელსაც ჯაკარტადან ლონდონის მიმართულებით Qatar Airways-ის ბიზნეს-კლასით უნდა ემგზავრა და ფრენა გაუუქმდა, ბილეთის საფასურის ნაცვლად ანგარიშზე 19,6 მლნ დოლარი დაუჯდა.
როგორც ირკვევა, რეისის გაუქმების შემდეგ მგზავრმა შესაბამისი განაცხადი შეავსო და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. მგზავრი დაახლოებით 2000 დოლარს ელოდა, თუმცა 20 მლნ დოლარამდე მიიღო. მოულოდნელი სმს-გან მიღებული სიხარული, რომელიც ანგარიშზე სოლიდური თანხის ჩარიცხვას იუწყებოდა, დიდხანს არ გაგრძელებულა. რადგანაც ავიაკომპანიამ ან ბანკმა ტრანზაქცია შენიშნა და საბოლოოდ ანგარიშზე რამდენიმე ნულიანით ნაკლები ციფრი ასახა.
როგორც მგზავრი ვარაუდობს, შეცდომა კონვერტაციისას მოხდა, რადგანაც მან ბილეთის ყიდვისას ინდონეზიური ვალუტა გადაიხადა, მთლიანობაში კი 28 მლნ ინდონეზიური რუპია. სავარაუდოდ შეცდომაც ამიტომ დაფიქსირდა.
ავიაკომპანიაში კი განმარტეს, რომ შეცდომა საბანკო ოპერაციისას დაფიქსირდა.