2020 წლის მარტიდან დღემდე კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა 600 000 კლიენტს ავიაბილეთის თანხა დაუბრუნა, რომლიც თავის მხრივ მათ COVID-19-ის პანდემიის გამო ვერ გამოიყენეს და მგზავრობა ვერ განახორციელეს. საერთო თანხა რაც Qatar Airways-მა მგზავრებს დაუბრუნა 1.2 მლრდ დოლარია, რაც ერთ ბილეთზე საშუალოდ 2000 დოლარს შეადგენს. 

“ჩვენი ავიაკომპანია საკმაოდ ძლიერია ასეთ დარტყმებს რომ გაუძლოს….ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ”, განმარტავენ Qatar Airways-ში.

Qatar Airways-მა კლიენტებს ფული შესაბამისი განაცხადის გაკეთებიდან 30 დღეში დაუბრუნა. იმავდროულად ავიაკომპანიამ მოახერხა და 36%-ი დაარწმუნა იმაში, რომ ბილეთები სხვა თარიღებზე გადაეცვალათ.

იმავდროულად Qatar Airways-ი ცდილობს მგზავრები დააინტერესოს და ბილეთები საკმაოდ მოქნილი პირობებით შეიძინონ. უფრო კონკრეტულად კი Qatar Airways-ის რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2 წლით ადრე. ასევე ადრე შეძენილ ბილეთებზე შესაძლებელია თარიღების ცვლილება მრავალჯერადად და რაც მთავარია უფასოდ. შესაძლებელია ასევე საბოლოო დანიშნულების პუნქტის ცვლილებაც.