კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა მსოფლიოში პირველმა რეისი COVID-ვაქცინირებული მგზავრებით შეასრულა. როგორც ირკვევა, QR6421 სპეც რეისის ყველა მგზავრი COVID-19-ის ვაქცინით იყო აცრილი. მგზავრებს ბორტზე ასევე ეკიპაჟის ვაქცინირებული წევრები ემსახურებოდნენ.

ფრენა განხორციელდა ავიაკომპანიის ყველაზე ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავით – Airbus A350-1000.