Qatar Airways-მა თავის ყველა Boeing 777-ზე Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის ინსტალაცია დაასრულა, რამაც კომპანიის 54 თვითმფრინავს ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი ბორტ Wi-Fi მისცა. პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი, სულ რაღაც ცხრა თვეში დასრულდა. ამასთან, ინსტალაციის დრო თითოეულ თვითმფრინავზე სამი დღიდან 9.5 საათამდე შემცირდა.
Qatar Airways-ი ამჟამად Starlink-ის მქონე ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების უდიდესი ოპერატორია. ის ასევე ერთადერთი ავიაკომპანიაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელიც ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას სთავაზობს მგზავრებს.
ყველა კლასის მგზავრი აფრენიდან გასასვლელამდე უფასო Wi-Fi-ს იღებს, თითო მოწყობილობაზე 500 Mbps-მდე სიჩქარით. ეს მათ საშუალებას აძლევს, ვიდეოს სტრიმინგი, მუშაობა და თამაში ისეთივე სიჩქარით განახორციელონ, როგორც სახლში.
შემდეგი ნაბიჯი არის Airbus A350-ების Starlink-ით აღჭურვა, რომლის დასრულებაც ერთი წლის განმავლობაში იგეგმება. 2024 წლის ოქტომბრიდან, როდესაც Qatar Airways გახდა მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია, რომლის Boeing 777-ზეც Starlink დამონტაჟდა, ავიაკომპანიამ Starlink ტექნოლოგიის გამოყენებით 15 000-ზე მეტი რეისი განახორციელა.
ეს მოვლენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Qatar Airways-ის მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.












